13:10 - 16 Jul, 2026
|
2023-09-04 17:30:34, 674 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო - გვსურს მწუხარებით გამოვეხმაუროთ ოკაცეს ჩანჩქერის მოშორებით მომხდარ უბედურ შემთხვევას, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს და ოკაცეს ჩანჩქერის მოშორებით მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება. დაცული ტერიტორიების სააგენტო გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. „გვსურს მწუხარებით გამოვეხმაუროთ ოკაცეს ჩანჩქერის (კინჩხა) მოშორებით მომხდარ უბედურ შემთხვევას. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. უბედური შემთხვევა მოხდა ოკაცეს ჩანჩქერის (კინჩხა) ბუნების ძეგლის მოშორებით, სოფელ კინჩხაში. მედია საშუალებებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი/არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)