|
2023-08-31 19:17:58, 1606 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინის ცის დასაცავად დაახლოებით 160 F-16 გვჭირდება
ჩვენ დაახლოებით 160 გამანადგურებელი გვჭირდება, რათა ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაში დომინირების საშუალებას არ მისცემდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, F-16-ები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად. "დღეს შეთანხმება გვაქვს სამომავლო 50-60 თვითმფრინავის შესახებ. საერთო ჯამში, ჩვენ დაახლოებით 160 გამანადგურებელი გვჭირდება, რათა ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაში დომინირების საშუალებას არ მისცემდა. ახლა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს პროცესი დაიწყო, თუმცა ცოტა გვიან, რადგან უკრაინას ცის ჩაკეტვა ომის პირველივე დღეებიდან სურდა. F-16-ები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად. ჩემი ვარაუდით, F-16-ები უკრაინის ცაზე მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება, რაც პილოტებისა და ინფრასტურუქტურის მომზადების გრძელ პროცესს უკავშირდება", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)