13:11 - 07 Jul, 2026
|
2023-08-31 16:11:36, 1445 ნახვა
ომი უკრაინაში
მალიარი - უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში წარმატებას აღწევენ
უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში პროგრესირებენ და წარმატებას აღწევენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ავრცელებს. მისი თქმით, მტერი დიდ ძალისხმევას მიმართავს ლუგანსკის ოლქის ნოვოგოროვკასა და ბელოგოროვკას რაიონებზე თავდასხმისთვის. "უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში პროგრესირებენ და წარმატებას აღწევენ. უკრაინის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებით აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება. ახლა მტერი დიდ ძალისხმევას მიმართავს ლუგანსკის ოლქის ნოვოგოროვკასა და ბელოგოროვკას რაიონებზე თავდასხმისთვის, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენი დამცველები მტერს ანადგურებენ და ხელს უშლიან მათი გეგმების განხორციელებას",- განაცხადა მალიარმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)