|
2023-08-30 21:27:15, 1518 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადადის და მისი შეჩერება შეუძლებელია
ფსკოვზე დარტყმები მიუთითებს, რომ ომი ტერორისტული ქვეყნის ტერიტორიაზე გადადის და ეს პროცესი შეუქცევადია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა არ არღვევს ვალდებულებას და მოკავშირეების მიერ მიწოდებულ იარაღს თავდაცვითი ომის პრინციპების ფარგლებში იყენებს. "ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადადის და მისი შეჩერება შეუძლებელია. ეს არის დაკარგული ფრონტის კომპონენტის შედეგი (რუსეთი დიდი ხანია იბრძვის მხოლოდ რაოდენობით და მხოლოდ თავდაცვაში, მიუხედავად ყველა პროპაგანდისტული მითისა) და რეგიონებში ძალაუფლების კონტროლის რეალისტური სისტემების არარსებობის (მათ შორის საჰაერო თავდაცვის ჩათვლით)", - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რუსეთის ფსკოვის აეროდრომზე ღამით დრონებით შეტევის შედეგად il-76 ტიპის თვითმფრინავები დაზიანდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)