|
2023-08-29 14:58:16, 1909 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთისგან კიდევ 84 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა, რომლის ფარგლებშიც, კიევმა 84 ცხედარი დაიბრუნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაკარგული პირთა მოძიების საკითხებში სახელმწიფოს რწმუნებული, ოლეგ კოტენკო ავრცელებს. მისი თქმით, ცხედრების გადაცემა ჟენევის კონვენციის ნორმებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით განხორციელდა. "მოხდა იმ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოსვენება, რომლებმაც სიცოცხლე ანაცვალეს უკრაინას. დღეს ჩვენ მოვახერხეთ 84 დამცველის ცხედრების ნათესავებისათვის დაბრუნება. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება მოხდა ინტეგრაციის სამინისტროს, დაკარგულ პირთა მოძიების კომისარიატის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად",- წერს კოტენკო აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)