16:46 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-24 11:13:12, 987 ნახვა

მსოფლიო
მაკფოლი - პრიგოჟინის გარდა ყველას ესმოდა, რომ პუტინს შურისძიება სურდა, როგორც ჩანს, მან ეს გააკეთა

პრიგოჟინის გარდა ყველას ესმოდა, რომ პუტინს შურისძიება სურდა, როგორც ჩანს, მან ეს გააკეთა,- აღნიშნულის შესახებ რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი სოციალურ ქსელში წერს.

მაკფოლის თქმით, პრიგოჟინმა თავისი ამბოხებით დაამცირა პუტინი.

"პრიგოჟინმა თავისი ამბოხებით დაამცირა პუტინი. პრიგოჟინის გარდა ყველას ესმოდა, რომ პუტინს საბოლოოდ შურისძიება სურდა. როგორც ჩანს, მან ეს დღეს გააკეთა. მაგრამ თუ მეგობრების მოკვლა მოგიწევთ, ეს ნამდვილად სიძლიერის ნიშანია?",- წერს მაკფოლი.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics