16:46 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-24 00:14:17, 2678 ნახვა

მსოფლიო
როსავიაცია ადასტურებს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე პრიგოჟინი და მისი მოადგილე იმყოფებოდნენ

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ გამოაქვეყნა მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების სია, რომლებიც იმყოფებოდნენ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავში:

ეკიპაჟი:
ალექსეი ლევშინი;
მეორე პილოტი რუსტამ კარიმოვი;
ბორტგამცილებელი კრისტინა რასპოპოვა.

მგზავრები:
სერგეი პროპუსტინი;
ევგენი მაკარიანი;
ალექსანდრე ტოტმინი;
ვალერი ჩეკალოვი;
დიმიტრი უტკინი;
ნიკოლაი მატუსევი;
ევგენი პრიგოჟინი.

ბოლო ცნობით, ათივე ცხედარი ნაპოვნია, ასევე რუსული მედია იტყობინება, რომ კრემლის ოპერატიულმა სამსახურებმა უკვე მიიღო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ ადიან თვითმფრინავში პრიგოჟინი და უტკინი. 

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ავარიის მიზეზების შესახებ არაფერია ცნობილი. ავარიისთანავე,  "ვაგნერთან" გაიგივებულმა ტელეგრამ-არხმა დაწერა, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა. პარალელურად ტელეგრამის არხები Baza, Mash და Shot წერენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვერსიად ბორტზე ტერორისტული თავდასხმა განიხილება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics