18:58 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-23 14:22:20, 637 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები 48 მისამართზე დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ჯამში, გამგეობის ბიუჯეტიდან 1 090 109 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე, სამუშაოები  13 მისამართზე  მიმდინარეობს, აღნიშნულისთვის 637 872 ლარი დაიხარჯება.  

„სამუშაოები უკვე დასრულდა გლდანულას N7, გმირი კურსანტების N18, ვასაძის N30 კორპუსებისა და  გლდანის VI მიკრორაიონის N6 კორპუსში, ხოლო გლდანულას N10-ში- მიმდინარეობს.

რამდენიმე მისამართზე მიმდინარე და დასრულებულ სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე  გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics