|
2023-08-23 10:25:44, 1341 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance: „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის პარტნიორი ბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების მხარდასაჭერად არაერთ პროექტს ახორციელებს. ბანკის ეს მცდელობა არ დარჩენია ყურადღების მიღმა გავლენიან ბრიტანულ გამოცემას - Global Finance და ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით მომხმარებლებისთვისა და კორპორაციებისთვის 2023 წლის საუკეთესო ციფრული ბანკების გამოვლენისას „საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი მუდმივი მცდელობა, შევქმნათ მომხმარებლის საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები, იმ არხში და იმ სივრცეში, სადაც ეს ჩვენს ბიზნესებს ყველაზე მეტად ჭირდებათ, დაფასდა და გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში საუკეთესო ბანკად დაგვასახელა. ეს ერთდროულად დიდი აღიარება და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მუდმივად ვუპასუხოთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს, გავამართლოთ მათი მოლოდინები და ვიყოთ მათთვის ერთგული ბიზნეს პარტნიორი. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლების უწყვეტ რეჟიმში არ იშურებენ დროსა და ენერგიას, რომ ჩვენს ბიზნესებს საუკეთესო ბიზნეს გამოცდილება შევთავაზოთ. ეს აღიარება სწორედ მათი დამსახურებაა და ასევე ჩვენი მომხმარებლების, რომლებიც გვირჩევენ ჩვენ და გვაძლევენ მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, Global Finance 1987 წელს დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემაა, რომელსაც 160-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. Global Finance ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოდან, საუკეთესო ფინანსურ კორპორაციებს გამოარჩევს და აჯილდოებს, რაც უკვე ათწლეულებია, ფინანსურ სამყაროში მაღალი ხარისხისა და სანდოობის სტანდარტად იქცა. ამ სტანდარტით საუკეთესო შედეგები „საქართველოს ბანკს“ არაერთხელ უჩვენებია, გამონაკლისი არც 2023 წელია.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)