19:00 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-22 12:24:06, 745 ნახვა

საზოგადოება
ონის მერის მოადგილე - სტიქიის ზონაში არ არის დარჩენილი კვადრატული მეტრი, რომელიც არაა გადამუშავებული

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში არ არის დარჩენილი კვადრატული მეტრი, რომელიც არაა გადამუშავებული,- ამის შესახებ ონის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამძებრო სამუშაოების შედეგად ამოყვანილია 28 მიცვალებული, მიმდინარეობს 2 გარდაცვლილის დნმ კვლევები და 5 ადამიანის ძებნითი სამუშაოები.

„სამძებრო სამუშაოების შედეგად 28 მიცვალებული არის ამოყვანილი. ამჟამად მიმდინარეობს 2 გარდაცვლილის დნმ კვლევები და 5 ადამიანის ძებნითი სამუშაოები.

ძებნის სამუშაოები როგორც სტიქიის ზონაში, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ არის დარჩენილი კვადრატული მეტრი, რომ არ იქნას გადამუშავებული. მოქალაქეთა თხოვნით, გარკვეულ ლოკაციებზე მიწის მასის კიდევ ხელმეორედ გადამუშავება მოხდა. ასევე სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში. მიმდინარეობს კუნძულების დამუშავება და კალაპოტის ფორმირება“,- განაცხადა შერაზადიშვილმა.

შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics