|
2023-08-15 10:38:31, 1100 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - „პეტრა სი რეზორტის“ სახით საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო დონისა და მასშტაბის მრავალფუნქციური კომპლექსი შეემატება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ნინო ენუქიძემ ციხისძირში, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის „პეტრა სი რეზორტის" მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „პეტრა სი რეზორტის" პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპლექსი 42 შენობას მოიცავს, რეზორტის ცენტრალურ შენობაში 150 ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო განთავსდება. პროექტის გამორჩეული არქიტექტურის მქონე და ყველაზე მაღალ 54 სართულიან შენობას კი 1000 ბრენდული რეზიდენცია დაიკავებს. რეზორტის მხოლოდ 30 %-ზე განთავსდება შენობები, ხოლო კომპლექსის მთლიანი ფართის 70%-ს ინსფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაიკავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში კომპლექსი ენერგოეფექტურობის პრინციპებზე დაფუძნებული სივრცე იქნება, რომლის დიდი ნაწილს რეკრეაციული ზონები დაიკავებს. კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება. „საქართველოს, კერძოდ აჭარის რეგიონს კიდევ ერთი, საერთაშორისო დონისა და მასშტაბის მრავალფუნქციური კომპლექსი შეემატება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ტურისტების მოზიდვას. გარდა იმისა, რომ აღნიშნული კომპლექსი რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი იქნება, ის შექმნის ასობით ახალ სამუშაო ადგილს, რაც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დარწმუნებული ვარ, „პეტრა სი რეზორტი" ერთნაირად საყვარელი ადგილი გახდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის", - აღნიშნა გენადი არველაძემ.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)