|
2023-08-11 19:54:25, 1573 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სასწაული მოახდინეს და რუსი დამპყრობლები აიძულეს, თავდაცვით პოზიციაში გადასულიყვნენ
უკრაინაში ფრონტზე მდგომარეობა არ არის იდეალური, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სასწაული მოახდინეს და რუსი დამპყრობლები აიძულეს, თავდაცვით პოზიციაში გადასულიყვნენ, - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, პეტ რაიდერმა განაცხადა. მისივე თქმით, შეერთებულ შტატებში თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ კონტრშეტევა რთული ბრძოლა იქნებოდა, იმისდა მიუხედავად, თუ როდის დაიწყებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინულ ძალებთან მუშაობას, რათა უზრუნველყოს საჭირო შესაძლებლობები. „მოდით, გადავდგათ ნაბიჯი უკან და ვაღიაროთ, რომ ეს არ არის იდეალური სიტუაცია. არავინ არასდროს ისურვებდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრილიყო, მაგრამ მათ [ეს] გააკეთეს. უკრაინელებმა რუსები აიძულეს, თავდაცვით პოზიციაში გადასულიყვნენ, რაც თავისთავად სასწაულია, თუ გავითვალისწინებთ უკრაინის არმიის მდგომარეობას რუსეთის შეჭრის დროს“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)