|
2015-01-06 21:18:30, 5680 ნახვა
კომენტარი
ზვიად კვაჭანტირაძე: „როსნეფტის“ ფაქტი თუ დადასტურდება, რა თქმა უნდა, ეს „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არღვევს
საპარლამენტო უმრავლესობის ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, რუსული კომპანია“როსნეფტის“ ფოთის პორტში შემოსვლის ფაქტი თუ დადასტურდება, ეს „ოკუპაციის შესახებ“ კანონს, რა თქმა უნდა, არღვევს. „თუ ეს დადასტურდება, რა თქმა უნდა „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არღვევს. ეს არის მომენტი, რომელსაც ხელისუფლება ასე მარტივად ვერ გააკონტროლებს. მითუმეტეს საქართველოში ეს დიდი ხნის წინ დაწყებული თემაა, ქვეყანაში რუსული ინვესტიციების მოზიდვა მიხეილ სააკაშვილისა და კახა ბენდუქიძის პოლიტიკაა. ამის შესახებ ყველამ იცის“, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ. რუსულ კომპანია „როსნეფტთან“ დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს დეპუტატ თინა ხიდაშელს. ჟურნალისტის კითხვაზე,რუსული კომპანია „როსნეფტის“ მიერ ფოთის პორტში აქციების შესყიდვა, რომელიც ასევე ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარედ ნავთობ მომპოვებელ საქმიანობას აწარმოებს, არღვევს თუ არა „ოკუპაციის შესახებ“ კანონს, თინა ხიდაშელმა უპასუხა: „არ ვიცი. მხოლოდ თქვენი სიტყვა ვერ იქნება ჩემთვის სამტკიცი, რომ ეს ნამდვილად ასეა. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ეს კომპანია და რას აკეთებს, ეს იმ ხალხს უნდა ჰკითხოთ, ვისაც ამის შესახებ ინფორმაცია აქვს".
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)