|
2023-08-10 12:40:47, 2150 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკის განცხადებით, გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები ხალხს, ქალაქებსა და სოფლებს დაეხმარება. "დღეს ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი გერმანიიდან - ზუსტად ის, რაზეც შევთანხმდით ოლაფ შოლცთან. ჩვენ გვაქვს დამატებითი Patriot-ის გამშვები სადგურები. დიდი მადლობა, ოლაფ, ამისთვის - ეს აუცილებელია ჩვენი ხალხის რუსული ტერორისგან დასაცავად. მადლობას ვუხდი გერმანიას და პირადად ბატონ კანცლერს ამ შეთანხმების შესრულებისთვის. ეს აუცილებლად გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს; ეს აუცილებლად დაგვაახლოებს უკრაინისთვის სრულფასოვანი საჰაერო ფარის შექმნასთან. ეს დაეხმარება ხალხს, ქალაქებსა და სოფლებს", - თქვა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)