|
2023-08-08 16:15:31, 1560 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის მიზნით დაგეგმილი შეთქმულება აღვკვეთეთ
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე სავარაუდო თავდასხმა, რომელიც მისი ნიკოლაევის ოლქში ვიზიტისას იგეგმებოდა აღვკვეთეთ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე დააკავა რუსეთის სპეცსამსახურში მომუშავე ქალი, რომელიც ზელენსკის ვიზიტის წინ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა, მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. "დაკავებული ოჩაკოვის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემებისა და საბრძოლო მასალის მდებარეობის იდენტიფიცირებას, „რუსი კურატორების“ დავალებით ცდილობდა. ის რეგიონის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო მაღაზიაში ყოფილი გამყიდველი იყო. სადაზვერვო ინფორმაციას კი რეგიონის მთელ ტერიტორიაზე აგროვებდა და იღებდა უკრაინული ობიექტების მდებარეობას. დაკავებულს ბრალი წაყენებული აქვს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულების, იარაღის და საბრძოლო მასალის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების ან განლაგების შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელებას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)