|
2023-08-03 15:30:32, 1524 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთი არის აგრესორი, რომლის ხელები ომის დანაშაულებში იდაყვებამდეა ჩაფლული
რუსეთი არის უდავო აგრესორი, რომლის ხელები იდაყვებამდეა ჩაფლული ომის დანაშაულების სისხლში, ხოცვაში და ქალაქების განადგურებაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ამბობს რუსეთი, რადგან "ის არის ქვეყანა, რომელიც ევროპაში უკანონო, არაპროვოცირებული, ფართომასშტაბიანი ომის ერთადერთი ავტორია". "ნება მომეცით, შეგახსენოთ უდავო ჭეშმარიტება - არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს რუსეთი, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ევროპაში უკანონო, არაპროვოცირებული, ფართომასშტაბიანი ომის ერთადერთი ავტორია. რუსეთი არის უდავო აგრესორი, რომლის ხელები იდაყვებამდეა ჩაფლული ომის დანაშაულების სისხლში, ხოცვაში და ქალაქების განადგურებაში. მხოლოდ ამ ფაქტმა უნდა განსაზღვროს მსოფლიოს დამოკიდებულება ომის მიმართ, სამართლიანი შედეგები პუტინის რეჟიმისთვის და ომის დასრულების სცენარი. დანარჩენი უმნიშვნელოა", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)