|
2023-08-02 21:24:53, 1455 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ერთ თვეში ახალი პოლიტიკური სეზონი იწყება. ის ისეთივე პროუკრაინული უნდა იყოს, როგორც წინა
ერთ თვეში ახალი პოლიტიკური სეზონი იწყება. ის ისეთივე პროუკრაინული უნდა იყოს, როგორც წინა პოლიტიკური სეზონები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას ბრძოლის ველზე და საერთაშორისო ურთიერთობებში გამარჯვება სჭირდება, ამისთვის კი უკრაინელმა დიპლომატებმა ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადადგან. “ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ექვსი თვეა. პარტნიორ ქვეყნებში ერთ თვეში ახალი პოლიტიკური სეზონი იწყება. ის ისეთივე პროუკრაინული უნდა იყოს, როგორც წინა პოლიტიკური სეზონები. არის დრო მოსამზადებლად. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები უკრაინისთვის. ჩვენ გვჭირდება უკრაინის გამარჯვებები ბრძოლის ველზე და საერთაშორისო ურთიერთობებში, ჩვენს დიპლომატიაში. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ დღეს უკრაინის ელჩებთან შეხვედრაზე. უკრაინული დიპლომატიის ყოველმა ნაბიჯმა, ყოველმა დღემ უნდა გააძლიეროს ჩვენი სახელმწიფო და უკრაინას გამარჯვებები აჩუქოს. გამარჯვებები, რომლებისგანაც შედგება ჩვენი დიდ უკრაინული გამარჯვება ამ ომში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)