|
2023-07-26 11:09:53, 1565 ნახვა
ეკონომიკა
TASS - რუსულმა Дальэнергомаш-მა 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ტექნიკის მიწოდება განაახლა
ხაბაროვსკის საინჟინრო ქარხანა Дальэнергомаш-მა 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ტექნიკის მიწოდება განაახლა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა TASS-ი რეგიონის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. Дальэнергомаш-ის ცნობით, საქართველოში აღჭურვილობა მიეწოდება ქიმიურ ქარხანას, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს. "ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ქარხანამ მიიღო შეკვეთა საქართველოდან. აზოტის აირის გენერატორი გაეგზავნება ქიმიურ ქარხანას, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს",- აცხადებენ ქარხანაში. როგორც TASS-ი წერს, Дальэнергомаш-ი აწარმოებს კომპრესორებს, წნევისა და ელექტრო მოწყობილობებს მეტალურგიული კომპლექსებისა და ქიმიური მრეწველობის ქარხნებისთვის. ქარხანა აღჭურვილობას ათეულობით ქვეყანას, მათ შორის ბელარუსს, ბულგარეთს, ინდოეთსა და ირანს აწვდის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)