22:16 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-24 17:55:39, 1350 ნახვა

მსოფლიო
მწვავე პროტესტის მიუხედავად ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის ძირითადი დებულებები მიიღო

მმართველი კოალიციის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც ზღუდავს ისრაელის უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებებს.

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, სასამართლო რეფორმამ წარმატებით მიიღო გადამწყვეტი ხმა ქნესეტში. ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების განაწილებასთან დაკავშირებული პირველი და ძირითადი კანონპროექტის მესამე მოსმენით მისაღებად ხმათა საჭირო რაოდენობა მმართველი კოალიციის 64-მა წევრმა უზრუნველყო. ოფიციალურად, არც ერთი წინააღმდეგი ხმა არ დაფიქსირებულა, იტყობინება EFE. კენჭისყრას 56-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავი შეიკავა. პროტესტის ნიშნად პარლამენტარებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

მიღებული კანონპროექტი აუქმებს „გამართლების დოქტრინას“, რომელიც უზენაეს სასამართლოს უფლებას აძლევდა შეეფასებინა მთავრობის გადაწყვეტილებები და გააუქმებინა ისინი. მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ ეს ცვლილება აუცილებელია ხელისუფლების შტოების სრული გამიჯვნისთვის.

რეფორმის ოპონენტები დოქტრინას უწოდებენ კონტროლისა და ბალანსის სისტემის მნიშვნელოვან ელემენტს, ერთ-ერთ ფუნდამენტურ დემოკრატიულ გარანტიას, რომელიც იცავდა ქვეყანას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.

მანამდე, ათასობით პროტესტისა და არეულობის ფონზე, პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იძულებული გახდა რეფორმის განხილვა შეეჩერებინა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვის შემდეგ ინიციატივა ქნესეტში კენჭისყრაზე დაბრუნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics