20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-22 18:30:01, 1578 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბურსას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, თურქეთში სამუშაო ვიზიტისას, ქალაქ ბურსას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობებისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა სამომავლოდ რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

„შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურისტული პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა. დაიგეგმა ერთობლივი სამომავლო პროექტების განხორციელება.

თურქეთსა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში მიღწეულია არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც სტრატეგიულ თანამშრომლობას საგრძნობლად უწყობს ხელს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics