15:42 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 16:42:31, 963 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, არსებულ პოლიტიკასა და მომავლის ხედვებზე იმსჯელეს.

"შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამაზე, რომელსაც სააგენტო UNHCR-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

საუბარი ასევე შეეხო უკრაინელი ლტოლვილებისათვის განხორციელებულ აქტივობებს, რომელსაც სააგენტო უზრუნველყოფს და ამ მიმართულებით UNHCR-ის საკოორდინაციო პლატფორმის მნიშვნელობას.

მხარეები სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics