23:28 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 09:46:21, 960 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ტყის ხანძრებმა ათენის დასავლეთით ტყეები გაანადგურა - მოსალოდნელია ტემპერატურის მატება

ტყის ხანძრებმა საბერძნეთში, დედაქალაქ ათენის დასავლეთით მდებარე ტყეები გაანადგურა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემა იტყობინება, რომ ამჟამად ხანძრები ლიკვიდირებულია, თუმცა ნავარაუდევია ჰაერის ტემპერატურის მატება, რაც ხანძრების კვლავ გაჩენის რისკს ზრდის.

როგორც Reuters-ი წერს, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, მაგრამ ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახური უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურის 45 გრადუსამდე მოსალოდნელი მატების შესახებ იუწყება.

"ჩვენ წინ ტემპერატურის მატება და შესაძლოა, უფრო ძლიერი ქარი გვაქვს. ამიტომ, უახლოეს დღეებში ფხიზლად უნდა ვიყოთ",- თქვა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა.

ქვეყნის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა არქეოლოგიური ადგილი, მათ შორის აკროპოლისი, 12:00 საათიდან 17:30 საათამდე დაიხურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics