18:06 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 12:48:05, 845 ნახვა

საზოგადოება
ალასანია პოლონელ ექიმებზე - ვიდრე არ ვნახავ დასაბუთებულ მოსაზრებას, თავისი მტკიცებულებებით, ყველაფერში ეჭვი მეპარება

ვიდრე არ ვნახავ დასაბუთებულ მოსაზრებას, თავისი მტკიცებულებებით, ყველაფერში მეპარება ეჭვი,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს.

ალასანიას თქმით, პოლონელი ექიმების კვალიფიკაციაში ეჭვი არ ეპარება.

"მე ეჭვებით ვერ ვიხელმძღვანელებ. მე მოვისმინე რომელიღაცა გადაცემაში, რომ ეს ექიმები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექიმები არიან. ჩემთვის ეს გულისხმობს მაღალ კვალიფიკაციას. არა მგონია, ესენი პატარა ბავშვებივით მოქცეულიყვნენ. მე ვიდრე არ ვნახავ დასაბუთებულ მოსაზრებას, თავისი მტკიცებულებებით, ყველაფერში მეპარება ეჭვი კი არა, მე სახეზე მყავს ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში და როგორ შეიძლება რამეში არ მეპარებოდეს ეჭვი",- განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, 14 ივლისს სპეციალურმა  პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეოკადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics