21:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 09:36:26, 1469 ნახვა

რეგიონი
ნოსტეში, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს მასშტაბით გუნდური ჩემპიონატი გაიმართა

სოფელ ნოსტეში, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს მასშტაბით გუნდური ჩემპიონატი გაიმართა. 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პირველი ადგილი საგარეჯოელმა, მეორე ადგილი გორის და მესამე ადგილი „გორიჯვარის“ მოჭიდავეებმა მოიპოვეს

"დიდი მხედართმთავრის, ქართლის მოურავის გიორგი სააკაძის მშობლიურ სოფელ ნოსტეში, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს მასშტაბით გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატი მიეძღვნა ქართლის მოურავის გიორგი სააკაძის უკვდავ სახელს, რომელიც მისი კოშკის (ნამოსახლარის) მიმდებარედ ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ 2004-2006 წლებში დაბადებული სპორტსმენები.  პირველი ადგილი საგარეჯოელმა, მეორე ადგილი გორის და მესამე ადგილი „გორიჯვარის“ მოჭიდავეებმა მოიპოვეს. გამარჯვებულ გუნდებს ჯილდოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ  და ქართული ეროვნული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გელა ბერუაშვილმა გადასცეს.

ღონისძიება კულტურის ცენტრთან არსებულმა მამაკაცთა გუნდმა „მოურავმა“ და ხალხურ საკრავთა ანსამბლმა „თხოთმა“ გახსნა.  კავთურისხეობელმა მხედრებმა კი მხედართმთავრის დროინდელი ეპოქა გააცოცხლეს. ტურნირს ესწრებოდნენ ცნობილი მოჭიდავეები, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და სპორტის გაერთიანების ხელმძღვანელები. ღონისძიება ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციასა და მის განვითარებას მიეძღვნა, რომელიც ამიერიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
ჩემპიონატი ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics