18:06 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-15 17:28:44, 1131 ნახვა

საზოგადოება
მეუფე შიო - შეუძლებელია საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ გამორიცხული არაფერია

ახლა უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს,- ასე პასუხობს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლების შეკითხვას.

მეუფე შიო მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "გამორიცხული არაფერია".

"შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება ეს იყო ქარხნული, შეიძლება არა, მიმდინარეობს მოკვლევა",- თქვა მეუფე შიო მუჯირმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს.

6 ივლისს კი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა ვიღაცის ინტერესში იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics