18:05 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 17:38:33, 947 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში, ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმს ხელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ და ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა იანა ზელინგროვამ მოაწერეს.

„პროექტი „ბავშვთა ადრეული განვითარების და ინკლუზიური სერვისების განვითარება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის საქართველოში” ახალი სპეციალისტების მომზადებას, ადრეული ასაკის ბავშვთა სერვისების განვითარებასა და სერვისის მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ექსპერტთა ჯგუფი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლისა და ინკლუზიური განათლების არსებული პოლიტიკის ანალიზზე იმუშავებს.

პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics