19:55 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 12:13:54, 943 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იაპონიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ იშიძუკა ჰიდეკის საქართველოში იაპონიის ელჩად დანიშვნა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა იაპონიის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო პროგრამებში და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე.

აღინიშნა საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იაპონიის მხარის ფინანსური კონტრიბუცია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება',- ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics