02:08 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-10 14:08:22, 1205 ნახვა

მსოფლიო
სტეფანიშინა - უკრაინა იძულებული იქნება „გადახედოს სტრატეგიას“, თუ ვილნიუსის სამიტზე არ მიიღებს ნატოში გაწევრიანების მოწვევას

უკრაინა იძულებული იქნება „გადახედოს სტრატეგიას“, თუ 11-12 ივლისს ვილნიუსის სამიტზე არ მიიღებს ნატოში გაწევრიანების მოწვევას,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ Европейская правда-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვილნიუსში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები უამრავ პროცესს გამოიწვევს.

"ვილნიუსში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება იწყებს პროცესების დიდ რაოდენობას, მათ შორის, სტრატეგიულ დაგეგმვასთან, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის ტრანსფორმაციასთან, ასევე მოკავშირეებთან ურთიერთობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით...

უკრაინა ნატოში არ არის მხოლოდ უსაფრთხოების გარანტია, არამედ ეს არის ყველა ლიდერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონის შემცირება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, დახმარებოდა უკრაინას ომის დროს",- განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

სტეფანიშინამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ნატოს შეუერთდება, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა იგი ვილნიუსის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების მოწვევას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics