20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-08 12:54:38, 1432 ნახვა

რეგიონი
კასპში საერთაშორისო ფესტივალი „დიონისე-2023“ გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ათენიდან დაბრუნებულ საყმაწვილო თეატრის „ფარდის მიღმა“ წევრებს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, საყმაწვილო თეატრის „ფარდის მიღმა“ (ხელმძღვანელი ეკატერინე ქვრივიშვილი), რომელიც კასპის კულტურის ცენტრში ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა, ათენში საერთაშორისო ფესტივალ "დიონისე-202"'-ზე იყო მიწვეული.

„ფესტივალზე თეატრმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მოტივებზე შექმნილი თეატრალურ-ლიტერატურული კომპოზიცია „სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება“ წარადგინა.

გასტროლზე სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ამასთან ერთად კი სპექტაკლში მონაწილე სალომე გვრიტიშვილს პერსონალური ჯილდო გადაეცა, ხოლო ყველა მონაწილეს საპატიო სიგელები.

ვახტანგ მაისურაძემ და შოთა ბეგლარაშვილმა თეატრის დასის წევრებსა და სამხატვრო ხელმძღვანელს სამომავლო წარმატებები უსურვეს და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics