|
2023-06-29 12:09:02, 1080 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ENPARD-ის მმართველი კომიტეტის სხდომას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის პროგრამის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ (ENPARD) მმართველი კომიტეტის 31-ე სხდომას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მინისტრის მოადგილემ ევროკავშირს მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. „ვაფასებთ ევროკავშირის მიერ აღიარებულ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან მალე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. „სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების კუთხით. თვალსაჩინო და აღსანიშნავია ის წინგადადგმული ნაბიჯები, რაც, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით გვაქვს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს რეფორმების განხორციელებას. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, სათანადოდ შეფასდება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, კატალინ გერმანის თქმით, სოფლის მეურნეობის სფეროში პროგრესი არაერთი მიმართულებით არის შესამჩნევი. „დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. პროგრესი ყველა მიმართულებით ჩანს, თუმცა, ამჯერად, მინდა ყურადღება გავამახვილო სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი უწყებების ინსტიტუციონალურ დონეზე გაუმჯობესების საკითხზე, ასევე, ლაბორატორიული მიმართულებით შემუშავებული სტრატეგიების განხორციელებასთან დაკავშირებულ პროგრესზე“, - აღნიშნა კატალინ გერმანმა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, 2021-2023 წლებში ENPARD-ის IV ფაზის საბიუჯეტო დახმარების საკითხს; გაიმართა სოფლის განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური რეფორმისა (2021-2023 წწ.) და განახლებული სამოქმედო გეგმების მიმდინარეობის ანგარიშის, ასევე, ლაბორატორიული სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციები. ENPARD-ის მმართველი კომიტეტის სხდომაზე მონაწილეებმა განიხილეს: ქალთა გაძლიერების მიზნით დაგეგმილი აქტივობები; სოფლებში სერვისების (მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებისთვის) გაუმჯობესების მიზნით, იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით დაგეგმილი ღონისძიებები; სურსათის კონტროლის სისტემის შეფასების საკითხები. ENPARD-ის მმართველი კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები, ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
„საქართველო პირველ რიგში“ ოპოზიციას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ურჩევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)