|
2023-06-29 10:07:15, 893 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ბიზნესის განვითარებისთვის ახალი, ინოვაციური პლატფორმა - ბიზნეს მენეჯერი შექმნა
„საქართველოს ბანკი“, როგორც ინოვაციური ბანკი ციფრულ პროდუქტებში, ბიზნესის ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკი მომხმარებელს ახალ პლატფორმას - ბიზნეს მენეჯერს სთავაზობს, რომელიც თვითმომსახურების ხელსაწყოებს აერთიანებს. ბიზნეს მენეჯერი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიური პროდუქტები ჰარმონიულად მართოს და საკუთარი ბიზნესის დირიჟორი თავად გახდეს. პლატფორმა სამ მნიშვნელოვან პროდუქტს აერთიანებს. ესენია: გადახდების მენეჯერი, API მენეჯერი და Ads მენეჯერი. Ads მენეჯერი ახალი პროდუქტია, რომელიც ბიზნესს მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში ეხმარება. კონკრეტულად კი, შესაძლებლობას აძლევს, მარტივად, სრულიად ციფრულად შექმნას შეთავაზებები, შეარჩიოს ზუსტი სამიზნე აუდიტორია და მისწვდეს „საქართველოს ბანკის“ 1 200 000- ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს. ასევე, პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია, შეთავაზების შექმნის მომენტიდან თვალი ადევნოს განხორციელებული ინიციატივის ეფექტურობას რეალურ დროში და ნახოს შეთავაზების შედეგის დეტალური რეპორტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პლატფორმა ბიზნესს აწვდის მომხმარებლის ანალიტიკას, მათ შორის დეტალურ ინფორმაციას ახალი, აქტიური და პასიური მომხმარებლის რაოდენობისა და დემოგრაფიული მონაცემების - მომხმარებლის ასაკის, სქესის, ადგილმდებარეობის, ინტერესებისა და ქცევის შესახებ. გადახდების მენეჯერი გადახდების მეთოდების (საბარათე; განვადებით; ნაწილ- ნაწილ, BOG ავტორიზაციით და Google Pay-თ გადახდა) ერთ სივრცეში მართვის შესაძლებლობას იძლევა. უფრო კონკრეტულად კი, მისი მეშვეობით ბიზნესები „საქართველოს ბანკის“ ონლაინ და ოფლაინ არხებით მიღებული გადახდების სრულიად დამოუკიდებლად მართვას ახორციელებენ. გადახდების მენეჯერი ასევე იძლევა ანგარიშსწორების სწრაფი წარმოებისა და სერვისებზე მეტი ინფორმაციის, ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას. ფუნქციონალის უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ ის ბიზნესისთვის ამარტივებს ისეთ საოპერაციო პროცესებს, როგორიცაა თანხის დაბრუნება, განვადების გაუქმება და ა.შ. ასევე, პლატფორმის მეშვეობით ბიზნესს აქვს საშუალება, თვალი ადევნოს ტრანზაქციულ ანალიტიკას, მაგალითად: გადახდის რომელი მეთოდია მისთვის მომგებიანი და ეფექტური. ბიზნესს ასევე ეძლევა წვდომა ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ რა ტიპის ბარათებით ხდება უმეტესწილად გადახდა, რის საფუძველზეც შეუძლია გაიგოს ვინ არის მისი მომხმარებელი, სწორად შეარჩიოს სამიზნე აუდიტორია, მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და განავითაროს საკუთარი ბიზნესი სწორი მიმართულებით. API მენეჯერი ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა API სერვისს, რომელიც ხელმისაწვდომია „საქართველოს ბანკის“ პარტნიორი ციფრული ბიზნესებისათვის. უფრო კონკრეტულად კი მომხმარებელს აძლევს წვდომას ბიზნეს ინტერნეტბანკის, ღია ბანკინგის და BOG ID -ის API სერვისებზე, რომლებიც ბიზნესებისთვის ქმნის შესაძლებლობას, საკუთარ ციფრულ პლატფორმებსა თუ პროგრამულ უზრუნველყოფებში, საბანკო ფუნქციონალი მარტივად ჩააშენოს. „საქართველოს ბანკი“ მუდმივად აკვირდება ბიზნესის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, რათა მათ სწორედ ის პროდუქტი და სერვისი, იმ სივრცეში შესთავაზოს, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ ამიტომ, შევქმენით ბიზნეს მენეჯერი, რომელიც სამ მიმართულებას აერთიანებს. ახალი, ინოვაციური პლატფორმა ბიზნეს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად მართოს და ისარგებლოს საქართველოს ბანკის მიერ შეთავაზებული, მისთვის სასურველი პროდუქტებითა თუ სერვისებით, მისწვდეს უფრო დიდ აუდიტორიას, უკეთესად გაიგოს თუ ვინაა მისი მომხმარებელი, ნახოს ანალიტიკა, რომლის გამოყენებითაც მარტივად შეძლებს დაინახოს თუ რა პოტენციალი აქვს ბიზნესს განვითარებისთვის და გახდეს საკუთარი ბიზნესის დირიჟორი“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)