|
2023-06-24 17:47:01, 1425 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე კონფერენციას - „ცელიაკია: სიახლეები და გამოწვევები“ დაესწრო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე "საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციას - "ცელიაკია: სიახლეები და გამოწვევები“ დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენციაზე ცელიაკიის მქონე პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და აღნიშნულ თემაზე ცნობიერების ამაღლების შესახებ ისაუბრეს "სცეას“ პრეზიდენტმა ქეთი ტაბატაძემ, ბავშვთა გასტროენტერლოგმა მარიამ ღუღუნიშვილმა, პედიატრმა ნაზი ტაბატაძემ, ხოლო აჭარის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე პრეზენტაციები წარადგინეს ადგილობრივმა ექიმებმა. "კონფერენცია ღია იყო ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის და ცელიაკიის მქონე ბავშვების მშობლებისთვის. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო და კერძო უწყებებს შორის პაციენტთა ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით მედიაცია. ცელიაკია დაავადებაა, რომლის დროსაც ვლინდება რიგი პროდუქტების აუტანლობა, ზიანდება თხელი ნაწლავის კედლები და ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი. დაავადების მიზეზს წარმოადგენს თანდაყოლილი ფორმა - აუტოიმუნური, ალერგიული და მემკვიდრეობითი ფაქტორები",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)