|
2023-06-20 15:15:56, 874 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა
თბილისში, ელიზბარ მინდელის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული ოფისი გაიხსნა. ახლად გახსნილი სათავო ოფისი ჯანდაცვის მინისტრმა, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურთან და ცენტრის დირექტორ ალექსანდრე კუტიბაშვილთა ერთად დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ადგილზე, ყველა დეტალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული. „მოეწყო ცენტრალური სადისპეტჩერო, სამუშაო და მოსასვენებელი სივრცეები. ჩატარებული სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ ახალ სათავო ოფისში, სხვადასხვა ლოკაციიდან გადასული, ცენტრის 324 თანამშრომელი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ერთ სივრცეში მუშაობს. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია, ცენტრის თითოეული თანამშრომელს ღირსეული სამუშაო პირობები ჰქონდეს, ახალი ადმინისტრაციული შენობა კი ამისთვის, ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)