23:53 - 21 Jul, 2026
|
2023-06-19 23:12:30, 1027 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება ითქვას, რომ პროგრესი ნამდვილად არის
მისი [მიხეილ სააკაშვილის] მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება ითქვას, რომ პროგრესი ნამდვილად არის, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ექიმებისგან მიცემულ რეკომენდაციებს მეტწილად ასრულებს, მაგრამ სასურველია, რომ კიდევ უფრო მეტად შეუასრულოს. „სტაბილურია მისი მდგომარეობა და შეიძლება ითქვას, რომ პროგრესი ნამდვილად არის. პაციენტი ბევრად უფრო გააქტიურებულია, მოძრაობს. უფრო მეტად ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს, თუმცა ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო მეტად შეასრულოს. იყენებს დამხმარე საშუალებასაც, მაგრამ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილებაც. კალორიულობის მხრივ, ვისურვებდით რომ კიდევ უფრო მეტად შეასრულოს რეკომენდაციები“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)