23:54 - 21 Jul, 2026
|
2023-06-19 14:39:09, 763 ნახვა
საზოგადოება
მერია - დედაენის ბაღის მიმდებარედ მოძრაობა დროებით შეიზღუდება
უეფას 21-წლამდე ევროპის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20 ივნისს სკუდიერის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება 17:00-დან 22:00 საათამდე ორმხრივად აიკრძალება. "მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მოძრავი ავტომობილები 9 მარტის ბაღიდან მარჯვნივ მოხვევით, მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილდებიან, შემდეგ კი მოძრაობას იტალიისა და ათონელის ქუჩების საშუალებით გააგრძელებენ. შეზღუდვის დროს აღნიშნული მარშრუტით იმოძრავებს, როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და შოთა რუსთაველის გამზირისკენ, ისე ზაარბრიუკენის მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი",- ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)