|
2023-06-19 10:21:11, 771 ნახვა
საზოგადოება
ქაცარავა - ოკუპანტები აქტიურობენ და დიდი ალბათობით ახალი ტერიტორიების მისატაცებლად ემზადებიან
ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღმოვაჩინეთ ახმაჯის ბაზის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ დანაღმული ტერიტორიები, რომლებიც უახლოვდება ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიას, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ განაცხადა. როგორც ქაცარავა აღნიშნავს, ოკუპანტები აქტიურობენ და "დიდი ალბათობით ემზადებიან ახალი ტერიტორიების მისატაცებლად". "ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღმოვაჩინეთ ახმაჯის ბაზის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ დანაღმული ტერიტორიები, რომლებიც უახლოვდება ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიას.ოკუპანტები აქტიურობენ, არ ჩერდებიან და დიდი ალბათობით ემზადებიან ახალი ტერიტორიების მისატაცებლად. აშკარად მომატებულია გატაცებების რაოდენობა და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ქართული ოცნება აშკარა კოლაბორაციაშია საქართველოს მთავარ მტერთან რუსეთთან. მოთმენის პოლიტიკა სინამდვილეში კვლავ სრული ფიასკოა", - განაცხადა დავით ქაცარავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)