|
2023-06-14 13:56:51, 1049 ნახვა
ეკონომიკა
ჯიღაურაში მეგრული და გურული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ სადემონსტრაციო ბაზაზე მეგრული და გურული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, ღონისძიებას ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი, დავით ჩიჩუა უძღვებოდა. "სადეგუსტაციო შემადგენლობას ღვინის კლუბის წარმომადგენლები და მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტები წარმოადგენდნენ. სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო მიკროვინიფიკაციის ბაზაზე დამზადებული 22 საკვლევი თეთრი და წითელი ნიმუში, რომლებიც, კომისიამ მათი ფერის, გემოვნური თვისებების და ქიმიური მახასიათებლების მიხედვით შეაფასა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს ჯიშებმა: ჭვიტილური, კუნძა, ჯანი, კამური, პანეში, კოლოში. აღსანიშნავია, რომ ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაციასა და სამრეწველო ბაზარზე მათი დაბრუნების მიზნით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს სამუშაო დეგუსტაციები",- ნათქვამია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)