|
2023-06-14 13:29:31, 690 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი USDA-ს რეგიონულ ხელმძღვანელს მაიკლ ფრენკომს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) რეგიონულ ხელმძღვანელს მაიკლ ფრენკომს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს მრავალი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მხარეებმა ქვეყანაში ირიგაციის გაუმჯობესების, ორგანული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება; განიხილეს მარცვლეული კულტურების წარმოების ზრდის უზრუნველყოფისთვის სექტორში არსებული საჭიროებები. მაიკლ ფრენკომის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები ეფექტიანია და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრას USDA-ს წარმომადგენელი საქართველოში დემნა ძირკვაძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)