|
2023-06-09 23:43:37, 1089 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე ოფიციალურად წაუყენეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე ოფიციალურად წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 49-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ფიგურირებს ისეთი პუნქტები, როგორებიცაა „საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა“, „ყალბი ჩვენების მიცემა“, „შეთქმულება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით“. ფედერალური ბრალდების მტკიცებით, ტრამპი აღნიშნულ დოკუმენტებს აბაზანაში, საძინებელსა და სხვადასხვა ადგილას ინახავდა. გამოძიების ცნობით, აბაზანიდან ამოღებული დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას შეერთებული შტატების ბირთვული პროგრამის, აშშ-სა და სხვა უცხოური ძალების იარაღის შესაძლებლობებზე. თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ბრალს არ აღიარებს და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებს. მაიამის სასამართლოს წინაშე დონალდ ტრამპი 13 ივნისს უნდა წარდგეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)