|
2023-06-03 22:43:40, 1261 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ბათუმში მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დააკავა
ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს, მათ შორის 2 არასრულწლოვანი,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია "ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პოლიცია მოქალაქეებს პლაკატების გამო დაუპირისპირდა, რასაც შემდგომ აქტივისტების დაკავება მოჰყვა. მათივე ცნობით, დაკავებულები არიან: თაზო მახარაძე, ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან გორგილაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ნოდარ დუმბაძის შვილი, გიორგი დუმბაძე. ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი დუმბაძე არასრულწლოვანები არიან. გარდა ამისა, ბათუმში დაკავებულთა შორისაა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მირდათ ქამადაძე, რის შესახებაც ინფორმაცია პოლიტიკოსმა "პირველებს" თავად დაუდასტურა. აღსანიშნავია, რომ ბათუმში აქცია „დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!“, თბილისის პარალელურად მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)