|
2023-06-02 12:35:03, 756 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - ქართული ეკოსისტემა არის მზარდი, კონკურენტუნარიანი და ღირსეულ ადგილს იკავებს გლობალურ სტარტაპ-ინოვაციურ ეკოსისტემაში
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი გრანტების წლევანდელი დაჯილდოება ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ვინაიდან მაღალი კლასის საერთაშორისო ინვესტორებითა და ბიზნესის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საინვესტიციო საბჭოს რამდენიმე წევრმა თავად გადაწყვიტა ინვესტირება ქართულ სტარტაპებში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა გამოსავლენი ღონისძიების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. „უკვე რამდენიმე წელია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ქართული სტარტაპების მხარდასაჭერ მრავალმხრივ პროგრამას ახორციელებს და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი საინტერესო სტარტაპი ჩნდება საქართველოში. თანადაფინანსების, რიგით მეათე საგრანტო პროგრამის შედეგად, გამოვლინდა 20 ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული სტარტაპი. ის ფაქტი, რომ საინვესტიციო საბჭოს წევრებმა, თავად გადაწყვიტეს ქართულ სტარტაპებში ინვესტირება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ეკოსისტემა არის მზარდი, კონკურენტუნარიანი და ღირსეულ ადგილს იკავებს გლობალურ სტარტაპ, ინოვაციურ ეკოსისტემაში", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, GITA-ს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების წლევანდელი პროგრამის შედეგად 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 8 თებერვალს მეათედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ცხრა რაუნდის ფარგლებში ჯამურად 175 სტარტაპი დაფინანსდა. შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ. პროგრამის მიზანია, საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)