|
2023-06-01 14:43:24, 1109 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ იარაღის გამოყენებით და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ იარაღის გამოყენებით და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სხვა ტურისტებთან ერთად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიჯნისყურის სასაზღვრო პოსტის მიმდებარედ, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში იმყოფებოდა. 28 მაისს, გვიან ღამით, ბანაკის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მივიდა, რომელმაც სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი უმისამართო გასროლა განახორციელა. ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს არაერთხელ ჰქონდათ გავლილი შესაბამისი შემოწმება, მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვა, რის შემდეგაც ორივეს ხელბორკილი დაადო. "დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და იარაღის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)