|
2023-05-31 11:58:59, 783 ნახვა
საზოგადოება
„სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის“ შესახებ შეხვედრა გაიმართა
სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ ერთი ახალი პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის“ პროექტის პრეზენტაცია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამა სამხედრო მოსამსახურეთათვის ახალი ცოდნის და უნარ-ჩვევების შესწავლას, პროფესიულ გადამზადებასა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, სხვადასხვა უწყების სააგენტოების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის, პროფესიული განვითარების და მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და დამსწრეებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია ყველა იმ შესაძლებლობაზე, რაც სამხედრო მოსამსახურეებს სამოქალაქო სექტორში რეინტეგრაციის შემდეგ ექნებათ. „სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის“ პროექტი 2023 წელს დაიწყო, რაც თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობას აძლევს აქტიურად მოემზადონ სამოქალაქო პროფესიული ცხოვრებისათვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)