|
2023-05-31 11:27:57, 768 ნახვა
საზოგადოება
გომელაური პოლიციელებს - მინდა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სამართალდამცველებს, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის. „დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მინდა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გადარჩენილი სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის. ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს - გულშემატკივრობის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების ხსოვნას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი პოლიციების გმირობაზე დგას სახელმწიფო. „სამწუხაროდ, არაერთი ღირსეული პოლიციელი დაიღუპა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას. სწორედ ასეთი პოლიციელების დაუვიწყარ ღვაწლსა და გმირულ მაგალითებზე დგას ქართული სახელმწიფო, მათ გზას განაგრძობს ქართული პოლიცია. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა პოლიციელის ხსოვნას“,- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)