|
2023-05-31 10:39:16, 801 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა მოადგილეებთან და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთად, საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის აღსრულების პოლიციელებს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მინისტრი აღსრულების პოლიციის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს და მიღწეულ შედეგებს გააცნო. "ადამიანის ღირსებაზე და მისგან მომდინარე ყველა უფლების დაცვაზე ორიენტირებულ აღსრულების პოლიციას ვულოცავ პროფესიულ დღეს. აღსრულების პოლიციელები დგანან საქართველოს სამსახურში და იცავენ საკუთრების უფლებას, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. იუსტიციის სამინისტრო მხარდაჭერას უცხადებს თითოეულ პოლიციელს და ზრუნავს მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური გარანტიების განმტკიცებისთვის",- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)