|
2023-05-31 09:37:19, 783 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის" მეოთხე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის" მეოთხე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სამეცნიერო სტატიების გარდა, ჟურნალის ახალ ნომერში გამოქვეყნებულია მნიშვნელოვანი ინტერვიუები; სამართლის კლასიკად აღიარებული ნაშრომების ქართულენოვანი თარგმანები; სტატიები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამართლებრივი აზრის განვითარებაში. "სამეცნიერო სტატიების და ინტერვიუების ნახვა ჟურნალის ვებგვერდზეც (http://iustitia.gov.ge/ge) არის შესაძლებელი. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების საკითხებსა და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს. შედარებით - სამართლებრივ კონტექსტში განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სფეროში მომზადებული პროექტები და ინოვაციური მიდგომები. სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებული ნარკვევები და გაანალიზებული იქნა ხსენებული დოკუმენტის სამართლებლივი მოწესრიგების ძირითადი მახასიათებლები. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)