|
2023-05-30 13:40:59, 895 ნახვა
ეკონომიკა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდაზე ორიენტირებული მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერის მიზნით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ მოაწერეს. „ღვინო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ექსპორტის მაჩვენებლები, ბოლო წლების განმავლობაში, სტაბილურად იზრდება; თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება სტრატეგიული ბაზრების დივერსიფიკაცია. აღნიშნული მემორანდუმის მიზანია, ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდაზე ორიენტირებული მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა, რათა მსოფლიო ღვინის ბაზარზე ქართულმა ღვინომ მყარად დაიმკვიდროს ადგილი. იმედი მაქვს, საპილოტე პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება, იქნება წარმატებული და გრძელვადიან პროგრამად ჩამოყალიბდება“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან განხილვისა და ასევე საქართველოს ღვინის ექსპორტის სტატისტიკისა და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის პრიორიტეტულ ბაზრებად განისაზღვრა შეერთებული შტატები, გერმანია და სამხრეთ კორეა. „ღვინის სექტორი ახლახანს დაემატა ჩვენს პროგრამას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ვითანამშრომლოთ მარკეტინგული ღონისძიებების მიმართულებით ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან. პროგრამის ფარგლებში შეირჩა სამი სამიზნე ბაზარი - შეერთებული შტატები, ევროპაში გერმანია და, ასევე, ვგეგმავთ სამხრეთ კორეის ბაზარზე საპილოტე აქტივობებს. იმედი გვაქვს, რომ, ჩვენი აქტივობების შედეგად, გაიზრდება ცნობადობა ქართული ღვინის შესახებ, რადგან ის ნამდვილად არის უნიკალური და მრავალფეროვანი პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ყველა მომხმარებელს და ღვინის მოყვარულს“, – აღნიშნა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)