|
2023-05-29 13:43:51, 935 ნახვა
საზოგადოება
პროექტი „ჩვენი ჯარი“ უმაღლეს სასწავლებელებში გრძელდება
სკოლებში წარმატებით განხორციელების შემდეგ, პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს თავდაცვის ძალების ოფიცრები და სერჟანტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრნენ. “სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სახეების შესახებ. ახალგაზრდებს ჯარისკაცებისთვის მათთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვის დასმისა და ამომწურავი პასუხის მიღების, ასევე, საკუთარი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედრო მოსამსახურეებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილთან შეხვედრა უკვე გამართა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ეტაპობრივად აღნიშნული სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდებიან. თავდაცვის უწყება პროექტს „ჩვენი ჯარი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)