|
2023-05-26 21:46:41, 1024 ნახვა
საზოგადოება
„თავისუფლების სიყვარულით" ქედის მუნიციპალიტეტი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილი ღონისძიება დაბა ქედაში დამოუკიდებლობის სკვერში გაიხსნა. ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, შეკრებილ საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ძალოვანი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრები და მოწვეული სტუმრები, რომლებმაც დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი პირის ყედირ შერვაშიძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიების ფარგლებში დროშებით მოეწყო მსვლელობა სკვერიდან ცენტრის მიმართულებით. მსვლელობას წინ უძღვოდა კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეები, რომლებმაც ცეკვა „ქართული" შეასრულეს. სპორტული ღონისძიებები ცხმორისის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის მიერ შესრულებული ცეკვა „ხორუმით" გაიხსნა. საქართველოს დამოუკუდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაგრძელდა სპორტული აქტივობებით გოგონებსა და ბიჭებს შორის მარათონი გარბენში, რომლებმაც სტარტი აიღეს დაბა ქედაში მდებარე ხიდიდან 9 აპრილის ქუჩის მიმართულებით. საპრიზო ადგილზე გასული ახალგაზრდები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. ასევე, შეჯიბრი გაიმართა არჩილ ფარტენაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ბირთვის ტყორცნაში. გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში, რამოდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა სამოყვარულო შეჯიბრი ნარდში და ჭადრაკში. ღონისძიების დასასრულს ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში დასკვნითი კონცერტი გაიმართა, რომელშიც ღონისძიებაში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და ვოკალურ-ინსტრუმენტალური ბენდი ღებულობდა მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)