|
2023-05-26 09:33:36, 857 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ტყიბულში 14:00 საათზე დაიწყება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს ტყიბულში. საზეიმოდ მოეწყო ქალაქის ცენტრალური მოედანი, განთავსდა თემატური, ისტორიული კუთხეები და მოეწყო ბავშვების გასართობი სივრცეები. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 11:00 საათზე, წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია მოწამეთაზე გაიმართება. ქალაქის ცენტში, გასართობი აქტივობები კი 14:00 საათიდან დაიწყება. „მოეწყობა კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა შემოქმედებითი მასტერკლასი, შემეცნებითი თამაშები და სხვა აქტივობები. მოხდება, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს შეეძლებათ ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული მუსიკოსების კონცერტს დაესწრონ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტყიბულში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)